საქართველოში ლიმონი აფრიკიდან და თურქეთიდან შემოდის - რა ჯდება პროდუქტი
2024 წლის აგვისტოში წლიურად, ყველაზე გაძვირებულ 10 საკვებ პროდუქტს შორის ლიმონიც მოხვდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, წელს აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პროდუქტის ფასი 18.4%-ით გაიზარდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ როგორია ლიმონის იმპორტის მაჩვენებლები და რა ჯდება 1 კგ პროდუქტის შემოტანა ქვეყანაში.
სტატისტიკის მიხედვით, წელს, იანვარ-ივლისში საქართველომ 1.446 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 2 063 ტონა ლიმონი შეიძინა, რაც მცირედით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, თუმცა, თანხობრივად აღემატება. კერძოდ, შარშან 7 თვეში საქართველომ 2 206 ტონა პროდუქტში 994.5 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა, გამოდის, შარშან 1 კგ იმპორტირებული ლიმონის ფასი 45 ცენტი იყო, წელს 70 ცენტია (შენიშვნა: ფასი დაანგარიშებულია საშუალო მონაცემებით, გადასახადების გარეშე).
რაც შეეხება ქვეყნებს, წელს იმპორტირებული პროდუქტის 65% თურქეთზე მოდის, რომელსაც სამხრეთ აფრიკა მოჰყვება 22%-ით.
უფრო კონკრეტულად, წელს, იანვარ-ივლისში ლიმონი შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა:
- თურქეთი - 1 347 ტონა (522.2 ათასი აშშ დოლარი) – 1 კგ საშუალოდ 39 ცენტი;
- სამხრეთი აფრიკა - 456.8 ტონა (396.2 ათასი აშშ დოლარი) – 1 კგ საშუალოდ 87 ცენტი;
- ნიდერლანდები - 154.2 ტონა (448.8 ათასი აშშ დოლარი) – 1 კგ საშუალოდ 2.9 აშშ დოლარი;
- ეგვიპტე - 103.7 ტონა (76.8 ათასი აშშ დოლარი) – 1 კგ საშუალოდ 74 ცენტი.
ასევე, მცირე რაოდენობით იმპორტი განხორციელდა პერუდან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებიდან და ჩინეთიდან.
შენიშვნა: ფასი დაანგარიშებულია საშუალო მონაცემებით, გადასახადების გარეშე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.