NATO-ს გენერალური მდივანი: უკრაინამ კურსკის ოლქში ბევრს მიაღწია
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში ბევრს მიაღწია. თუმცა, ამასთან, აღნიშნავს, რომ რთულია განისაზღვროს, როგორ განვითარდება სიტუაცია აღნიშნულ ტერიტორიაზე.
„მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ გააკეთონ ის რთული არჩევანი, რაც აუცილებელია, მაგალითად, სად განათავსონ თავიანთი ძალები და რა ტიპის ომია მიზანშეწონილი ამ სიტუაციაში“, – აღნიშნა სტოლენბერგმა.
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, მათ შორის, დისტანციური რაკეტებით რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმითაც.
„მოხარული ვარ, რომ ნატოს ბევრმა ქვეყანამ მისცა უკრაინას ეს შესაძლებლობა, ხოლო ისინი, ვისაც შეზღუდვები აქვს, მათ არბილებენ, რათა უკრაინამ თავდაცვა შეძლოს“, – აღნიშნა სტოლენბერგმა.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.