Jump to content
Planeta.Ge

„აზოვის“ მებრძოლებმა დონეცკის ოლქის ნიუ-იორკის დასახლების ნაწილი დაიბრუნეს


„აზოვის“ მებრძოლებმა დონეცკის ოლქის ნიუ-იორკის დასახლების ნაწილი დაიბრუნეს.

უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-12 სპეცდანიშნულების ბრიგადის "აზოვის" ჯარისკაცებმა ტორეცკის მიმართულებით ნიუ-იორკის დასახლების ნაწილი თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშ დააბრუნეს და უკრაინელი სამხედროები რუსული ალყიდან გაათავისუფლეს, - ინფორმაციას „აზოვი“ „ტელეგრამ“ არხზე ავრცელებს.

„ბრიგადის მებრძოლების მაღალი საბრძოლო სულისკვეთების, გამბედაობისა და პროფესიონალიზმის წყალობით, "აზოვმა" მოახერხა სიტუაციის სტაბილიზაცია, ნიუ-იორკის ნაწილის კონტროლის ქვეშ დაბრუნება და მტრის მიერ ალყაში მოქცეული თავდაცვის ძალების გათავისუფლება“, - აცხადებენ ბრიგადაში.

ამასთან, მათი ინფორმაციით, დასახლება ნიუ-იორკში ვითარება კვლავ დაძაბულია და დღის განმავლობაში რუსები ბრიგადის პასუხისმგებლობის ზონაში15-მდე შეტევას ახორციელებენ.

„მტერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მან მთლიანად აქვს ოკუპირებული ნიუ-იორკი, თუმცა ეს არის ოკუპანტების მორიგი მანიპულირება. თავდაცვის ძალები დასახლების ნაწილს აკონტროლებს და ყველაფერს აკეთებს უკრაინის ტერიტორიების გასათავისუფლებლად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...