PHR: ქალმა ფეხბურთელებმა სექსუალური შევიწროების საქმე ქუთაისის სააპელაციოშიც მოიგეს
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ინფორმაციით, ქალმა ფეხბურთელებმა სექსუალური შევიწროების საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც მოიგეს. ორგანიზაციის ცნობით, გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
„ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და მწვრთნელის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა”, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
მათი თქმით, სხდომის თავმჯდომარე იყო ირმა პერანიძე, ხოლო მოსამართლეები: მალხაზ ჩუბინიძე და ინდირა მაშანეიშვილი. საქმეზე მუშაობდნენ PHR-ის ადვოკატები სოფი მენაბდიშვილი, ანა თავხელიძე და ანა აბაშიძე.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.