Jump to content
Planeta.Ge

ნინო თიბილაშვილმა პარიზის პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა


ნინო თიბილაშვილმა პარიზის პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა პარასპორტსმენმა ფინალურ ბლოკში ფრანგი მოწინააღმდეგე, ბრიანა ვიდი დაამარცხა.

როგორც ცნობილია, ნინო თიბილაშვილი ტოკიოს პარალიმპიური თამაშების პრიზიორია.

პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრებს ამ დრომდე, ორი მედალი ჰქონდა. ოქროს მედალი ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძემ მოიპოვა, ბრინჯაოს მედალი მიიღო პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...