დმიტრო კულებამ პარლამენტს გადადგომის შესახებ მიმართა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება თანამდებობას ტოვებს. მან პოსტის დატოვების შესახებ უკვე მიმართა პარლამენტს. ინფორმაცია უკრაინის რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ პარლამენტი კულებას განცხადებას უახლოეს სხდომაზე განიხილავს.
„უმაღლესმა რადამ მიიღო განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ. განცხადება განხილული იქნება ერთ-ერთ უახლოეს პლენარულ შეხვედრაზე”, – აღნიშნა სტეფანჩუკმა.
ამასთან, როგორც მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, 4 სექტემბერს უკრაინის პარლამენტმა დაითხოვა რამდენიმე სხვა მინისტრიც და სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი. 3 სექტემბერს თანამდებობები დატოვეს ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.