Jump to content
Planeta.Ge

ვიკა ფილფანი - გუშინ 2 სექტემბერს ჭუბერის მოსახლეობამ გზის გაკეთების მოთხოვნით გადაკეტა ჯვარი-მესტიის ცენტრალური გზა. ათწლეულებია ეს ადამიანები ითხოვენ გაკეთდეს სოფლამდე მისასვლელი მონაკვეთი, თუმცა მხოლოდ დაპირებები ესმით


"გუშინ 2 სექტემბერს ჭუბერის მოსახლეობამ გზის გაკეთების მოთხოვნით გადაკეტა ჯვარი-მესტიის ცენტრალური გზა. ათწლეულებია ეს ადამიანები ითხოვენ გაკეთდეს სოფლამდე მისასვლელი მონაკვეთი, თუმცა მხოლოდ დაპირებები ესმით, გამონაკლისი არც 2021 წლის არჩევნები ყოფილა.
აღნიშნული გზა სიცოცხლისთვის სახიფათოა, ზამთარში ფაქტობრივად შეუძლებელია გადაადგილება და არაერთი სავალალო შემთხვევაც მომხდარა. ამიტომ მოსახლეობის მხრიდან გზის გადაკეტვა და საპროტესტო გამოსვლა იყო სრულიად ლეგიტიმური.


მათ გვერდით მათივე თხოვნით , პირველ რიგში, ვიდექი როგორც რიგითი სვანეთის მკვიდრი, ნაწილობრივ სოფელ ჭუბერში გაზრდილი, სადაც ძალიან ბევრი კარგი ვისწავლე და ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები ცხოვრობენ. გარდა იმისა, რომ ადამიანებისთვის აღვიქმები როგორც სამოქალაქო აქტივისტი, ვისაც შეუძლიათ ნებისმიერ დროს მიმართონ ნებისმიერი სამართლიანი მოთხოვნისას, ვარ მესტიის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი და ადამიანურთან ერთად, ჩემი საქმიანი ვალდებულებაა ვიდგე ხალხის გვერდით, რაც როგორც აღმოჩნდა არ ესმის მესტიის მერიის წარმომადგენლობას.
ჩემმა აქციაზე ყოფნამ ძალიან გააღიზიანა ადგილობრივი ხელისუფლება და იმის უფლებაც კი მისცეს თავს საყვედური ეთქვათ ჭუბერლებისთვის ვიკა ფილფანი რატომ გყავდათ აქციაზეო, რაც არის ტოტალიტარიზმის უკიდურესი გამოვლინება.


იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა ჩემი აქციაზე ყოფნა რომ ვიდეოების დადებიდან 1 საათში ორგანიზებულად შემომიისეს ვიდეოს კომენტარებში ტროლ-ბოტები, მათთვის დამახასიათებელი ამორალური ტექსტებით და უწმაწური შეურაცხყოფებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფო მანქანის ამორალური ბრძოლის მეთოდებს და მე კიდევ უფრო მარწმუნებს, რომ რასაც ვაკეთებ სწორად ვაკეთებ.
რამდენიც არ უნდა ეცადოთ, ყოველთვის ვიდგები იმ ადამიანების გვერდით ვისაც აქვს სამართლიანი მოთხოვნა, ვიბრძოლებ მათთან ერთად ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას!"


ვიკა ფილფანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" გუნდის წევრი.

ბმული: https://www.facebook.com/vika.pilpani/posts/8093872013982362

May be an image of 1 person and road

May be an image of 8 people, motorcycle and text

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...