Jump to content
Planeta.Ge

ანა ბუჩუკური უმრავლესობას - გამოდით შუშის კოლბებიდან და შედით ოჯახებში!


„დღეს „ოცნება“ მთლიანად სიყალბეზე არის დაფუძნებული არა მხოლოდ იმიტომ, რომ ყალბია თქვენი რიტორიკა მშვიდობასთან დაკავშირებით, არამედ იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყალბია თქვენი რიტორიკა, როდესაც ადამიანებს კეთილდღეობაზე ესაუბრებით,-ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართა, რომ შუშის კოლბა გახდა ხელისუფლების დღევანდელი სახის და ფორმის სიმბოლო.

„ეს არის ქვეყანა, სადაც ბავშვები შიმშილობენ. რომელ კეთილდღეობაზე ელაპარაკებით ადამიანებს, დღეს შუშის კოლბა გახდა თქვენი დღევანდელი სახის და ფორმის სიმბოლო. გამოდით შუშის კოლბებიდან, შედით რეგიონებში ოჯახებში. ოჯახი აღარ დარჩა, სადაც მშობელი იძულებული არ არის, საკუთარი შვილი დატოვოს, ევროპაში ან აშშ-ში წავიდეს იმისთვის, რომ თავის შვილს ჰქონდეს ელემენტარულად საჭმლის საშუალება. ამ ხალხს თქვენ ელაპარაკებით „გლობალური ომის პარტიაზე“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დასრულებაზე? რისი დამსრულებლები ხართ ხალხო, ნახეთ თქვენთან ნახევარზე მეტი ან „ნაცების“ მსახური იყო ან „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დამფინანსებელი იყო. დიახ, ეს არის სრული სიყალბე. თქვენ დღეს სიყალბეზე დგახართ“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

კრიტიკის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ანა ბუჩუკურს მიმართა, რომ სიყალბე და ღალატი მათ პარტიასთან ასოცირდება.

„ეჭვი მაქვს, რომ სიტყვა სიყალბე არის თქვენი პიარტექნოლოგის რჩევა. შესაძლოა, იგივე ამერიკელი ტექნოლოგი გყავთ, ვინც სხვას. სიყალბე იცით, რა იყო ქალბატონო ანა? თქვენი პარტიის თავმჯდომარე უმრავლესობის სხდომაზე, რომელსაც თქვენ ესწრებოდით ყველას რომ გვარწმუნებდა, რომ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტი უნდა მოგვეხსნა, რომ მოვუხსენით და იქ მიგვატოვა. ეს იყო თქვენი პარტიის თავმჯდომარის სიყალბე. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნებოდა, 2 სიტყვა თქვენმა პარტიამ არ გამოიყენოს - ეს არის სიყალბე და ღალატი. ეს არის ის ორ სიტყვა, რომელიც თქვენს პარტიასთან ასოცირდება. ამიტომ, შეეშვით ამ ტერმინოლოგიას იმიტომ, რომ ბუმერანგივით ყოველ ჯერზე უკან მოგიბრუნდებათ“, - მიმართა პაპუაშვილმა ბუჩუკურს.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...