Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - „ოცნება“ აპირებს გააფართოოს ამნისტიის არეალი - გადაწიოს თარიღი 1 ივლისის შემდეგ და ამნისტია შეახოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ ძალადობისკენ მოწოდებას- ნამდვილ ამნისტიას ჩვენი გუნდი არჩევნების შემდეგ დააინიცირებს


„ოცნება“ აპირებს გააფართოოს ამნისტიის არეალი - გადაწიოს თარიღი 1 ივლისის შემდეგ და ამნისტია შეახოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ ძალადობისკენ მოწოდებას. ყოველგვარი ანალიზის გარეშე, პოლიტიკური გემოვნებით ემატება სხვა საშიში მუხლებიც, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, ამნისტიის შესახებ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 
მისივე თქმით, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ გუნდმა, შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით დაიწყო მუშაობა ნამდვილ, სამართლიან, განმეორებითი დანაშაულის ანალიზზე დაფუძნებულ ამნისტიაზე, რომელსაც არჩევნების შემდეგ დააინიცირებენ.


"ეს იქნება პირველი ამნისტია, რომელიც დაასრულებს საარჩევნო და სხვა პოლიტიკური მოტივაციით ამნისტიის მავნე პრაქტიკას ქვეყანაში.
ამასთან, მოვუწოდებთ პროკურატურას ამჯერად მაინც გამოიკვლიოს „ოცნების“ მიერ ზონდერების ამნისტიის ინიცირების თაღლითური გარიგება.
ჩვენს ხელთ არსებული იფორმაციით, „ოცნება“ აპირებს გააფართოოს ამნისტიის არეალი - გადაწიოს თარიღი 1 ივლისის შემდეგ და ამნისტია შეახოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ ძალადობისკენ მოწოდებას. ყოველგვარი ანალიზის გარეშე, პოლიტიკური გემოვნებით ემატება სხვა საშიში მუხლებიც.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაცია ერთხელ უკვე გამართლდა - „ოცნებამ“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან შეთანხმებით, საკუთარი მოქალაქეების ცემის სანაცვლოდ ზონდერებს დაუსჯელობის პირობა წინასწარ მისცა და ამნისტიას დაპირდა. გარიგების მონაწილეებმა პირობა შეასრულეს - სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობებზე რეაგირება არ მოახდინა, ხოლო არაუფლებამოსილი უწყების - შსს-ს მიერ ფორმალურად დაწყებულ გამოძიებებს „ოცნებამ“ ამნისტია შეახო.
პროკურატურის მიერ ამნისტიის თაღლითურ გარიგებაზე სათანადო რეაგირება მომავალში მაინც დაუსჯელს არ დატოვებს ჩადენილ ძალადობებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო გამყარდება ეჭვი, რომ პროკურატურაც ამ გარიგების მონაწილეა.
ზონდერების დაცვის და მოქალაქეების მოტყუების ამნისტია უნდა ჩანაცვლდეს სამართლიანი, კვლევაზე დაფუძნებული ამნისტიით, რაზეც მუშაობა უკვე დავიწყეთ.", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...