რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, დაღუპულებს შორის 8 წლის ბავშვია
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე თავდასხმა განახორციელეს, დაიღუპა ორი ადამიანი, ორი კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ოლქის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 8 წლის ბავშვია.
„სამწუხაროდ, დაიღუპა 2 ადამიანი, მათ შორის 8 წლის ბიჭი. დაჭრილია კიდევ ორი, მათ შორის 12 წლის გოგონა. ბავშვი ამჟამად რეანიმაციაშია“, - აღნიშნა ფედოროვმა.
მისი თქმით, აფეთქების ტალღამ და ნამსხვრევებმა მრავალსართულიანი შენობები დააზიანა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.