Jump to content
Planeta.Ge

ოლექსი დანილოვის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსი ოლიგარქებისა და რუსული კომპანიების წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ ორ განკარგულებას მოაწერა ხელი.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი ავრცელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული.

“დღეს უკრაინის პრეზიდენტმა სანქციების ამოქმედების შესახებ ორ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლებიც შემუშავებული იყო უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ. ეს ძალიან დიდი, რთული და გულმოდგინე სამუშაო იყო. მას შემდეგ რაც დღეს, ეს სანქციები გამოქვეყნდება, ვფიქრობ, იქ რუსეთის ფედერაციის ოლიგარქების საკმაოდ მოულოდნელი გვარები იქნება და ძალიან ბევრი კომპანია, საწარმო”, - აღნიშნა დანილოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ერთი ადამიანის წინააღმდეგ სანქციები დროის გარკვეული მონაკვეთით იქნება გადავადებული.

“არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს გამონაკლისია. ეს გარკვეული გადავადებაა”, - აღნიშნა მან ვინაობის დაკონკრეტების გარეშე.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...