თეონა აქუბარდია - „ქართული ოცნება“ ამნისტიის შესახებ კანონს ე.წ. ზონდერების დასაცავად იღებს - პროექტი სამართლიანობის პრინციპისგან შორს არის
„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ამნისტიის პროექტი არ არის სამართლიანი - ის არ ეფუძნება დანაშაულის განმეორებით კვლევას, როგორც ეს ნორმალურ ქვეყნებში ხდება და ორიენტირებულია ე.წ. ზონდერების დაცვისკენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისი თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ჩაერთვება კანონის განხილვაში და “ქართულ ოცნებას” ამხელს იმაში, რომ რეალურად ამ კანონს ზონდერების დასაცავად იღებს და სამართლიანობის პრინციპისგან ის შორს არის.
„ქართული ოცნების“ ამნისტია არ არის სამართლიანი. ის არ ეფუძნება დანაშაულის განმეორებით კვლევას, როგორც ეს ნორმალურ ქვეყნებში ხდება და ორიენტირებულია ე.წ. ზონდერების დაცვისკენ. იმ ზონდერების, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საპროტესტო აქციების განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდნენ. მათი არათუ დასჯა, არამედ დაცვაც მიმდინარეობს ახლა კანონით. ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ეს წინასაარჩევნო განაცხადია. შესაბამისად, როგორც პირველ, ასევე მეორე პლენარულ მოსმენაზე ჩვენ ჩავერთვებით კანონის განხილვაში. ვამხელთ „ქართულ ოცნებას“ იმაში, რომ ზონდერების დასაცავად იღებს, რეალურად ამ კანონს და სამართლიანობის პრინციპისგან ის შორს არის. მათ შორის, პარტია “გახარია საქართველოსთვის” ვაპირებთ, არჩევნებით მშვიდობიანად გადაბარების შემდგომ დავაინიციროთ იმ ტიპის ამნისტია, რომელიც იქნება დანაშაულის განმეორებით კვლევაზე დაფუძნებული და რომელსაც ექნება სამართლიანობის განცდა ჩვენი მოსახლეობის მხრიდან“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.