აშშ-მა ვენესუელას პრეზიდენტის თვითმფრინავის კონფისკაცია მოახდინა
აშშ-მა ვენესუელას პრეზიდენტის თვითმფრინავის კონფისკაცია მოახდინა.
„სი-ენ-ენის“ ცნობით, ამერიკულმა მხარემ თვითმფრინავის კონფისკაცია ჩაატარა დომინიკის რესპუბლიკაში, სადაც ხომალდი უკვე რამდენიმე თვეა იმყოფება.
კონფისკაციის მიზეზი, გამოცემის წყაროების ცნობით, ისაა, რომ ვაშინგტონმა თვითმფრინავი ამერიკული სანქციების დარღვევით შეძენილად მიიჩნია. თვითმფრინავი „Dassault Falcon 900“ დაახლოებით 13 მილიონი დოლარი ღირს.
„ეს ნათელი გზავნილია, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა, ვერავინ გაექცევა ამერიკულ სანქციებს“, – ამბობს ანონიმური ამერიკელი ოფიციალური პირი.
აშშ-ვენესუელას ისედაც ცივი ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც ახლანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, ოფიციალური ცნობით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ იმარჯვა. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.