Jump to content
Planeta.Ge

ფრიდი: აშშ-სა და ევროპას მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დიპლომატი დენიელ ფრიდი, რომელიც საქართველოში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, ამბობს, რომ აშშ-სა და ევროპას მოუწევთ, საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაყრდნობით მიიღონ.

მისი განცხადებით, „საქართველოს ძლიერება ეფუძნება საქართველოს დემოკრატიას და ამერიკელებს ძალიან არ უნდათ, საქართველოს შესახებ იფიქრონ, რომ ის კარგავს დემოკრატიას და ხდება კიდევ ერთი ავტოკრატიული ქვეყანა, რომელიც საბოლოოდ დაემორჩილება რუსეთის მმართველობას”.

დენიელ ფრიდმა კომენტარი ასევე გააკეთა მმართველი პარტიის პროპაგანდისტულ ნარატივზე „გლობალური ომის პარტიის” შესახებ. 

„რომელი ქვეყანაც ემუქრება საქართველოს სუვერენიტეტს, რომელიც დაეხმარა მას, თუ რომელმაც დაიპყრო ის?! „ქართული ოცნება” საუბრობს ომის პარტიაზე, მაგრამ ვინ დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი? — არა აშშ-მა. ვინ დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი? — უკრაინა არ დასხმია რუსეთს თავს პირველი, არ უცდია მისი ტერიტორიების ანექსია, ასე რომ, ომის პარტია არის პუტინი. ის ომს საკუთარი იმპერიის გზად ხედავს.

აშშ-სა და ევროპას არ შეუძლიათ, უთხრან საქართველოს, რა გააკეთოს. ჩვენი ბერკეტები შეზღუდულია, ხშირად ჩნდება სანქციების საკითხი, სამწუხაროა იმაზე ფიქრი, რომ წლების დახმარების შემდეგ, შესაძლოა იყოს საქართველოზე სანქციების დაწესების ძალისხმევა. აშშ აკვირდება მოახლოებულ არჩევნებს და შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ” მოიგოს, ან წააგოს, ასევე, შეიძლება ითაღლითოს.

აშშ-სა და ევროპას მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება ამ არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით.

საუკეთესო გამოსავალი იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. არავის უნდა სანქციების გზით სიარული, მაგრამ აშშ-სა და ევროპას აქვთ ამისთვის ინსტრუმენტები, თუ საჭირო გახდება. იმედი მაქვს, არ გახდება”, – თქვა დენიელ ფრიდმა [„ფორმულას” თარგმანი].

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...