Jump to content
Planeta.Ge

აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში ალიევის პარტიამ გაიმარჯვა


აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ილჰამ ალიევის პარტიამ „ენი აზერბაიჯან“ უმრავლესობა შეინარჩუნა და მმართველი პარტია ახალ პარლამენტში 125 ადგილიდან 68-ს დაიკავებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 37% მივიდა.

აზერბაიჯანში ხმის მიცემის პროცესი გუშინ, 1-ელ სექტემებერს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დასრულდა.

არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მიმდინარე წლის ივლისში ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის დათხოვნა დაამტკიცა.

ეს აზერბაიჯანის პირველი საპარლამენტო არჩევნებია მას შემდეგ, რაც 2023 წლის სექტემბერში დაწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის შემდეგ სომეხმა მოსახლეობამ, 100 ათასზე მეტმა ადამიანმა ფაქტობრივად სრულად დატოვა მთიანი ყარაბაღის ტერიტორია.

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ყარაბაღშიც ჩატარდა.

2024 წლის დასაწყისში აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებიც გაიმართა. შედეგად, ილჰამ ალიევი კიდევ მომდევნო 7 წლით გახდა ქვეყნის პრეზიდენტი.

62 წლის ალიევი აზერბაიჯანს 20 წელზე მეტია, მართავს. ძალაუფლება მან მამისგან, ჰეიდარ ალიევისგან გადაიბარა. ჰეიდარ ალიევი აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ლიდერი იყო, შემდეგ კი დამოუკიდებელი აზერბაიჯანის პირველი პრეზიდენტი.

ალიევის მმართველობა აზერბაიჯანში კანონების მუდმივად გამკაცრებით და ოპოზიციონერებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაპატიმრებების ფონზე მიმდინარეობს.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...