რუსეთის ცნობით, უკრაინამ დრონებით იერიში მიიტანა ელექტროსადგურებზე მოსკოვთან ახლოს
რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინამ დროებით იერიში მიიტანა ელექტროსადგურებზე, რომლებიც მოსკოვიდან 2 საათის სავალზეა განთავსებული.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ Telegram-ზე გავრცელებული განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს 158 უკრაინული თვითმფრინავი რუსეთის 15 რეგიონში, მათ შორის ცხრა – რუსეთის დედაქალაქსა და მის რეგიონში.
რუსეთის ოფიციალური პირების თქმით, კონაკოვოს ელექტროსადგური და მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა თავდასხმის კონკრეტული სამიზნეები იყვნენ.
Reuters-ის ცნობით, მოსკოვის მერმა, სერგეი სობონიანმა განაცხადა, რომ უკრაინელების მხრიდან დრონებით თავდასხმამ ერთ-ერთ ქარხანაში ხანძარი გამოიწვია.
უკრაინის თავდასხმა რუსეთზე მოჰყვა რუსეთის მხრიდან უკრაინაზე მასობრივ საჰაერო შეტევას გასულ კვირას – ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 160-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა, 780 მართვადი ბომბი და 400 დრონი უკრაინის წინააღმდეგ.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.