Jump to content
Planeta.Ge

ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ისრაელი უკრაინას შეიარაღებას არ გადასცემს, თუმცა ავიადარტყმების შესახებ გამაფრთხილებელი სისტემებით დაეხმარება


ისრაელი უკრაინას შეიარაღებას არ გადასცემს, თუმცა ავიადარტყმების შესახებ გამაფრთხილებელი სისტემებით დაეხმარება. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა განაცხადა.

“მინდა ხაზი გავუსვა, რომ ისრაელი, რიგი ოპერატიული მოსაზრებების გამო, არ გადასცემს უკრაინას შეიარაღების სისტემებს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას საკუთარი შეზღუდვების ფარგლებში, როგორც ადრე ვაკეთებდით ამას”, - აღნიშნა განცმა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, ისრაელის დახმარება ჰუმანიტარული დახმარებით, სამედიცინო საშუალებებითა და დამცავი აღჭურვილობით შემოიფარგლება.

“დახმარებისა და დამცავი აღჭურვილობის გაფართოებული გადაცემის ფარგლებში, უკრაინის წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ, ჩვენ მოვითხოვეთ მონაცემები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს დაგვეხმაროს საჰაერო და სხვა საფრთხის გამაფრთხილებელი სისტემის შექმნასა და შენარჩუნებაში, ისეთივესი, როგორიც ისრაელშია”, - აღნიშნა განცმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...