რომი-ქუთაისის ავიარეისზე მგზავრი გარდაიცვალა
რომი-ქუთაისის ავიარეისზე საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.არსებული ინფორმაციით, ქალი შეუძლოდ გახდა, მას ბორტზევე ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება. ბორტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველივე შესაძლო მიმღებ აეროპორტში, ბულგარეთში დაშვებულიყო, თუმცა მგზავრის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ბორტის სხვა მგზავრებს ბულგარეთის აეროპორტში 4-5 საათი ლოდინი მოუწიათ და რეისი საქართველოში დილით ჩამოფრინდა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.