Jump to content
Planeta.Ge

მოსამართლე ამბობს, რომ გერმანულ ფონდს მისთვის არაერთი კვლევა დაუფინანსებია და შინაარსში არასდროს ჩარეულა


საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძე ამბობს, რომ წარსულში საერთაშორისო დონორებს მისთვისაც დაუფინანსებიათ კონკრეტული კვლევები და წიგნები, თუმცა ის სრულიად თავისუფალი იყო რას დაწერდა ტექსტში.

ამის შესახებ კობახიძემ რუსული კანონის განმწესრიგებელ სხდომაზე განაცხადა სასამართლოში პარლამენტის ინტერესების დამცველების საპასუხოდ, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ “ფულს ყოველთვის მიყვება ინტერესი”.

პარლამენტის იურისტებმა მოიყვანეს გერმანიის სახელმწიფო ფონდის, GIZ-ის მაგალითი, რომელსაც მათი თქმით, ვებგვერდზევე უწერია, რომ გერმანიის ინტერესებს ემსახურება.

“კვლევა პირადად ჩემთვისაც დაუფინანსებია GIZ-ს როდესაც ვმუშაობდი კონსტიტუციის 42-ე მუხლში. მაგრამ იქ ყოველთვის ვუთითებდით, რომ კვლევაში  გამოხატული მოსაზრებები არ გამოხატავს  GIZ-ის პოზიციებსო. იმ წიგნში ჩვენ რას დავწერდით, სრულად თავისუფალი ვიყავით”, – განაცხადა კობახიძემ და იკითხა, რატომ არის აპრიორი, რომ პირობითად GIZ -ისგან მიღებული თანხა მისი ინტერესების გატარებას ნიშნავს.

პარლამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ “თქვენ ეს პროექტი დაგიფინანსდათ კონკრეტული ინტერესით და მიზნობრიობით”.  მისი თქმით, კანონი არ მსჯელობს იმაზე დაფინანსების შინაარსი დადებითია თუ უარყოფითი.

მანანა კობახიძე წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლში, რომელიც საერთაშორისო დონორებისაგან ფინანსდებოდნენ.

შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  17 წელი მუშაობდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ), რომელიც რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, უცხოურ ძალად შეირაცხება.

NETGAZETI

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...