სოფიო ხორგუანი ბავშვების ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით მომხმარებელთა ინტერესთა საზოგადოებრივ დამცველს მიმართავს და ყველა ბერკეტის გამოყენებისკენ მოუწოდებს
16 სექტემბერს იწყება სწავლა და დაბინძურებული და სასმელად უვარგისი წყლით სკოლების მომარაგება ბავშვების ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია. შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი, რათა უზრუნველყოფილი იყოს წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებების დაცვა და კომპანიებმა დროულად უზრუნველყონ მოსახლეობისათვის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი სასმელი წყლის მიწოდება! – ასე მიმართავს იურისტი სოფიო ხორგუანი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს, ახალციხეში წყლის მონიტორინგთან დაკავშირებით.
მისი თქმით, სურსათის უვნებლობის სააგენტოს მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლებში სასმელ წყალში სხვადასხვა სახის სიცოცხლისთვის საშიში ბაქტერიები გამოვლინდა.
„სურსათის უვნებლობის სააგენტოს მონიტორინგის ანგარიშის შესაბამისად, გავრცელდა ინფორმაცია ახალციხის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის ნაწლავური ჩხირებით დაბინძურების თაობაზე.
უფრო კონკრეტულად: ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ნაწლავის ჩხირები, ბაქტერიული კოლონის წარმომქმნელი ერთეულები (საერთო კოლიფორმები) და მღვრიე წყალი -ეს დარღვევები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ-ის „ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალარინება“ და შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ (100% წილის მფლობელი სახელმწიფო) დაქვემდებარებაში მყოფ წყლის გამანაწილებელ ქსელებში გამოვლინდა. დარღვევები გამოვლინდა საჯარო სკოლაში არსებულ ონკანებშიც.
კერძოდ: სოფელ მუსხის სკოლის სასმელი წყლის ონკანში მიკრობიოლოგიური და ორგანოლეპტიკური დარღვევები გამოვლინდა. აღმოჩნდა საერთო კოლიფორმები, რომელთა არსებობა სასმელ წყალში დაუშვებელია;
სოფელ წირის სკოლის მიმდებარედ არსებული საუბნო სასმელი წყლის ონკანში ფიზიკო-ქიმური, მიკრობიოლოგიური და ორგანოლეპტიკური დარღვევები გამოვლინდა. წყალი შეიცავდა ნაწლავურ ჩხირ ეშეხერია კოლის, რომლის სასმელ წყალში არსებობა დაუშვებელია;
სოფელ საძელის საჯარო სკოლაში სასმელი წყლის ონკანში დადგინდა მიკრობიოლოგიური და ორგანოლეპტიკური დაბინძურებები, საერთო კოლიფორმები, ეშეხერია კოლის ბაქტერიები;
სოფელ ანდრიაწმინდის სკოლის სასმელი წყლის ონკანში ორგანოლეპტიკური დაბინძურება გამოვლინდა;
ახალციხის N6 საჯარო სკოლაში არსებულ ონკანსა და სოფელი ივლიტის საუბნო ონკანზე ასევე ორგანოლეპტიკურად დაბინძურებული წყალი აღმოჩნდა;
სოფელ ნაოხრებში საერთო კოლიფორმები დაფიქსირდა!
16 სექტემბერს სწავლა იწყება და დაბინძურებული და სასმელად უვარგისი წყლით სკოლების მომარაგება მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია ბავშვების ჯანმრთელობისათვის!” - აცხადებს ხორგუანი.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.