იენს სტოლტენბერგი - რუსი ჯარისკაცები, ტანკები და ბაზები საერთაშორისო სამართლის მიხედვით ლეგიტიმური სამიზნეებია
რუსი ჯარისკაცები, ტანკები და ბაზები საერთაშორისო სამართლის მიხედვით ლეგიტიმური სამიზნეებია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა.
„რუსი ჯარისკაცები, ტანკები და ბაზები საერთაშორისო სამართლის მიხედვით ლეგიტიმური სამიზნეებია და საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ეს უფლება საზღვარზე არ მთავრდება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, მაგრამ უკრაინის გადასაწყვეტია ის, თუ როგორ დაიცავს თავს და აღნიშნა, რომ ოპერაცია უკრაინის თავდაცვის უფლებას შეესაბამება.
ასევე, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ კურსკის ოლქში ოპერაციის დაგეგმვის შესახებ ნატო-ს ინფორმაცია არ მიუღია.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.