Jump to content
Planeta.Ge

„არ მითხრათ, რომ კანონმა ფიზიკური პირები არ დააზარალა“, - „სიკეთის რევოლუცია“ მუშაობას წყვეტს


ფონდი „სიკეთის რევოლუციის“ განცხადებით, რუსული კანონის გამო ფუნქციონირებას წყვეტენ.

„მოგეხსენებათ, რომ „კანონი გამჭვირვალობის შესახებ“ გულისხმობს ან უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაციას, ან ორგანიზაციის ლიკვიდაციას, თუ მისი დაფინანსების წყაროს 20% უცხოეთიდანაა შემოსული. წინააღმდეგ შემთხვევაში ექვემდებარება ჯარიმას.

ფონდი ძირითადად ჩემი უახლოესი მეგობრების შემოწირულებით არსებობდა. ამათგან 3 მეგობარი ევროპიდან პერიოდულად მირიცხავდა თანხას ფონდის ანგარიშზე. ფონდის შემოსავალი ყოველთვიურად შეადგენდა 1200-2000 ლარს, რაც თვეში 3დან 5 ოჯახამდე დაფინანსების საშუალებას იძლეოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფონდი „სიკეთის რევოლუცია“ ემსახურება ოჯახების დახმარებას საკვებით, ტანსაცმლითა და სხვა საყოფაცხოვრებლო ნივთებით. ფონდი 3 წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით 400-მდე ოჯახს დაეხმარა.

„ძალიან მწყდება გული… ის, რაც მე და ჩემმა მოსწავლეებმა ერთობლივად გავაკეთეთ, რაც ძალიან გვიყვარდა და გვაბედნიერებდა, ახლა უნდა დავასრულოთ.

ვინმემ არ მითხრას, რომ ამ კანონმა ფიზიკური პირები არ დააზარალა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენთან გადმოვამისამართებ ფონდის ყველა ბენეფიციარს და თქვენ დაეხმარეთ.

უკვე ფონდის არცერთი ანგარიში არ მუშაობს.

P.s  ფონდის ლიკვიდაციისთვის 208 ლარი გადავიხადე   არადა, ამ თანხით ერთ ოჯახს დავეხმარებოდით“, – ნათქვამია განცხადებაში.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...