Jump to content
Planeta.Ge

ტყეშელაშვილის თანახმად, „აგენტად" რეგისტრაციისთვის რეესტრს NGO-ების 1%-ზე ნაკლებმა მიმართა


იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელს განიხილავენ, თქვა, რომ ამ დროისთვის საჯარო რეესტრს „უცხოური გავლენის ინტერესების გამტარად” რეგისტრაციისთვის 233-მა ორგანიზაციამ მიმართა.

ტყეშელაშვილს ჰკითხეს, რა არის ჯამში ორგანიზაციების რიცხვი.

მან უპასუხა:

ააიპ-ების რაოდენობა ჯამში არის დაახლოებით 30 ათასი, თუმცა, გასახშირია. არსებობს სახელმწიფო ააიპები, მკვდარი, თაროზე შემოდებული ორგანიზაციები, მუნიციპალიტეტიც ააიპ-ია“.

ორგანიზაციებს ნებაყოფლობით რეგისტრაციისთვის ვადა 2 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე აქვთ.

მავნე თქვა:

„გაჟღერდა სიტყვა „აგენტი” და რახან გაჟღერდა, პატარა რეპლიკას გავაკეთებ. საზოგადოებისთვის გასაგებია, რა აღქმები ჩამოუყალიბდათ, მაგრამ აქ იურისტები ვართ და ყველამ ვიცით „პრინციპალ-აგენტის” თეორია. არ გადავალ სხვადასხვა ტიპის მსჯელობებში“.

რუსული კანონი „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების” შესახებ პარლამენტმა, 2-თვიანი მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 2024 წლის 28 მაისს საბოლოოდ დაამტკიცა.

4 ივნისიდან კანონი ძალაშიც შევიდა.

2 აგვისტოდან ორგანიზაციები და მედიები, რომელთაც კანონი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებად მონიშნავს, ვალდებულები ხდებიან, დარეგისტრირდნენ ე.წ. რეესტრში. მათ საამისოდ ერთი თვე აქვთ.

თუკი ორგანიზაცია არ დარეგისტრირდება რეესტრში კანონის დაუმორჩილებლობისთვის გათვალისწინებული ჯარიმები 5 0000 ლარიდან 25 000 ლარამდე მერყეობს.

პროცედურის მიხედვით, ორგანიზაციამ ჯერ რეგისტრაცია უნდა გაიაროს, შემდეგ კი სპეციალურ ვებგვერდზე ფინანსური დეკლარაცია ატვირთოს.

დოკუმენტაციის შესასწავლად იუსტიციის სამინისტროს ერთი თვე აქვს, სწორედ ამ პროცესში ენიჭება მას უფლებამოსილება, გამოითხოვოს პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები. მათ შორისაა: ფიზიკური პირის რასობრივი და ეთნიკური კუთვნილება, სქესობრივი ცხოვრება, პოლიტიკური შეხედულება, რელიგიური, ფილოსოფიური ან სხვაგვარი მრწამსი, აგრეთვე – ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები.

კანონში წერია, რომ ყველა პირი, ორგანო თუ ორგანიზაცია ვალდებულია, გასცეს ეს ინფორმაცია.

იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია თავისი ნებით არ დარეგისტრირდება, სამინისტროს უფლება აქვს, აწარმოოს მონიტორინგი და თავად გამოავლინოს ამგვარი ორგანიზაცია. თუ გამოვლინდა, რომ ორგანიზაციამ თავი აარიდა რეგისტრაციას, მას მაინც დაარეგისტრირებენ და მოსთხოვენ დეკლარაციის წარდგენას.

რეგისტრაციიდან თავის არიდების ან საფინანსო დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევისთვის ორგანიზაცია დაჯარიმდება 25 ათასი ლარით; დეკლარაციის წარუდგენლობის, ხარვეზების გამოუსწორებლობისთვის 10 ათასი ლარით; თუ მომდევნო თვეებშიც ორგანიზაციამ იგივე პრაქტიკა გააგრძელა, მას ყოველ მომდევნო თვეს 20 ათასი ლარით დააჯარიმებენ. თუ პერსონალურ ინფორმაციას არ გასცემ, 5 ათასი ლარით დაგაჯარიმებენ და ეს ფიზიკურ პირსაც შეეხება.

იმ შემთხვევაში თუკი ორგანიზაცია ჯარიმებს არ გადაიხდის, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ინტერვიუში განმარტავენ, ეს გამოიწვევს ქონების დაყადაღებას და ორგანიზაციები საქმიანობას ვეღარ შეძლებენ.

როგორი იქნება მონიტორინგის წესირა კონკრეტულ ინფორმაციას მოითხოვს სახელმწიფო უწყება ორგანიზაციებისგანროგორ წარიმართება შესაძლო ყადაღის დადების პროცესი,- ამ და კიდევ სხვა ბევრ შეკითხვასრომელიც დღეს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს აქვთ, სექტემბერში უფრო ცხადად გაეცემა პასუხი. 

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...