Jump to content
Planeta.Ge

ჯოზეფ ბორელი - იარაღი, რომელსაც უკრაინას ვაწვდით, სრულად უნდა იქნას გამოყენებული და რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებაზე შეზღუდვები მოიხსნას - წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იარაღი უსარგებლოა


ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ დასავლეთმა მის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვები უნდა მოხსნას.

„უნდა მოვხსნათ შეზღუდვები რუსული სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენებაზე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ.

„იარაღი, რომელსაც ჩვენ ვაწვდით უკრაინას, სრულად უნდა იქნას გამოყენებული და შეზღუდვები უნდა მოიხსნას, რათა უკრაინელებმა შეძლონ მიზანში ამოიღონ ადგილები, საიდანაც რუსეთი მათ ბომბავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იარაღი უსარგებლოა“, - განუცხადა ბორელმა ჟურნალისტებს.

მან დაგმო რუსეთის თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

”რუსეთს სურს დაბომბოს ევროპული ქვეყანა სრულ კაპიტულაციამდე”, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...