Jump to content
Planeta.Ge

ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინელები რუსეთში მეორე მონაკვეთიდანაც ცდილობენ შეჭრას


რუსეთში ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები საზღვრის გარღვევას ცდილობენ.

„თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ვითარება საზღვარზე რთულია, მაგრამ კონტროლირებადი“ — წერს ბელგოროდის გუბერნატორი პირად „ტელეგრამ“ არხზე. მისი თქმით, რუსი სამხედროები „დაგეგმილ სამუშაოებს“ ასრულებენ, თუმცა არ აკონკრეტებს, თუ რა იგულისხმება ამაში.

დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „მედუზა“ წერს, რომ რუსეთის პრო-სამთავრობო ტელეგრამ არხებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების 500-მდე სამხედრო ცდილობს ნეხოტეევკის რაიონში საგუშაგოს გარღვევას და რუსეთის სიღრმეში შეჭრას.

პრო-სამთავრობო ტელეგრამ არხებში ასევე წერენ, რომ საგუშაგოს მახლობლად აქტიური საბრძოლო მოქმედებები ამ დროისთვის არ მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, უკრაინელები უკვე არიან შეჭრილები რუსეთის სიღრმეში კურსკის ოლქში

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...