Jump to content
Planeta.Ge

ანა ბუჩუკური - „ქართული ოცნების“ შიდა კვლევის მიხედვით, ისინი ისტორიულ მინიმუმზე არიან - მმართველი პარტიის მხარდაჭერა 27-28%-საც ვერ აღწევს, უშუალოდ თბილისში კი რეიტინგი 20-21%-ია


„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ანა ბუჩუკურის განცხადებით „ქართული ოცნების“ შიდა კვლევის მიხედვით, ისინი „ისტორიულ მინიმუმზე არიან“.

ბუჩუკურის განცხადებით, დღეს საქართველოს მასშტაბით „ოცნების“ მხარდაჭერა 27-28 პროცენტსაც ვერ აღწევს. თბილისის შემთხვევაში კი ეს 20-21%-ია.

როგორც დეპუტატმა განმარტა, „ქართული ოცნება“ აღნიშნული კვლევის შედეგებს არ აქვეყნებს.

„ამ ტყუილ გზავნილს შიგნით არსებული ემოციების დასაცხრობად იყენებს, იმიტომ, რომ შიგნით, „ოცნებაში“ არ არის მაინც და მაინც მყარი განწყობები. იცით, საიდან მოვდივართ - მთელი საქართველოს მასშტაბით არის ჩვენი პარტია გაშლილი, 115 ლოკალური, ადგილობრივი დეპუტატი გვყავს და რა თქმა უნდა, არაერთი ინფორმაციის წყარო გვაქვს. ერთი მხრივ,“ოცნებას“ მხარდაჭერის ისტორიული მინიმუმი აქვს, რაც “ოცნების” შიდა კვლევით ვიცით ჩვენ, რომელიც, რა თქმა უნდა, არ გამოქვეყნებულა და ერთმანეთსაც უმალავენ. ისტორიულ მინიმუმში იგულისხმება, რომ დღეს საქართველოს მასშტაბით “ოცნების” მხარდაჭერა 27-28 პროცენტსაც ვერ აღწევს. თბილისის შემთხვევაში კი ეს 20-21%-ია. ეს ძალიან კარგად იციან “ოცნების” ე.წ ხელმძღვანელებმა.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, “ოცნებას” როდესაც მმართველობის საუკეთესო პერიოდი ჰქონდა, მაშინაც კი არ აუღია პროპორციულში 50%. ეს ახლა უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. მიზანი არის საკუთარი წევრების დამშვიდება. იცით, რომ იქ არის კონკურენცია - ვინ ვის წინ იქნება და ა.შ. ასე ატყუებენ და ამშვიდებენ ერთმანეთს”, - აღნიშნა ბუჩუკურმა.

რაც შეეხება კითხვას “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლების პირობაზე, ბუჩუკურმა აღნიშნა, რომ ეს სამართლებრივად ტყუილია.

“ეს სამართლებრივად არის ტყუილი, რადგან ამას არ სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა. მაგრამ პოლიტიკურად და შინაარსობრივი თვალსაზრისით ტყუილია. იმიტომ რომ დღეს “ოცნებაში” ნახევარი “ნაცმოძრაობაა”.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...