ქართველმა ქალებმა დამოუკიდებლად პირველად დალაშქრეს უშბის მწვერვალი
ქართველმა ქალებმა დამოუკიდებლად, პირველად დალაშქრეს უშბის მწვერვალი, იტყობინება საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია. უშბის მწვერვალი ზღვის დონიდან 4710 მეტრის დონეზე მდებარეობს.
„არჩილ ბადრიაშვილის ჭაუხის სპორტული ბანაკის მონაწილეები, მარიამ გელაშვილი და მაია სიჭინავა ჭაუხის მოსამზადებელი სპორტული შეკრების შემდეგ ესტუმრნენ სვანეთს, სადაც წყვილში დამოუკიდებლად გაიარეს მწვერვალ თეთნულდის სამიანი და ოთხიანი სირთულის მარშრუტები, ავიდნენ სამხრეთ შხარაზე და ჩრდილოეთ უშბაზე“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.