მთავრობა ათავისუფლებს ელჩებს შვეიცარიაში, ბრიტანეთში, NATO-ში და გაეროს განყოფილებებში
საქართველოს მთავრობა ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, ასევე საქართველოს წარმომადგენლებს ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში და ნატო-ში.
შესაბამისი წინადადებებით მთავრობამ პრეზიდენტს მიმართა და შესაბამისი განკარგულებებიც გამოაქვეყნა.
შვეიცარიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი რამაზ ლომინაძეა. განკარგულების თანახმად, მან თანამდებობა 1 ოქტომბრიდან უნდა დატოვოს.
პირველი ოქტომბრიდან უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება ჟენევაში, გაეროს განყოფილებებსა და სხვა ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს, ალექსანდრე მაისურაძეს.
ბრიტანეთში საქართველოს ელჩი სოფიო ქაცარავაა. განკარგულების მიხედვით, მას უფლებამოსილება 15 ოქტომბრიდან უნდა შეუწყდეს.
NATO-ში საქართველოს წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ თანამდებობა 2024 წლის 21 სექტემბრიდან უნდა დატოვოს.
ოთხივე დიპლომატი თანამდებობებზე 2020 წელს დაინიშნა.
რამდენიმე დღის წინ, 20 აგვისტოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება და პრეზიდენტს აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის, ზურაბ პატარაძის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე მიმართა. პატარაძე აზერბაიჯანის ელჩის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს.
განახლება:
როგორც „პუბლიკას” საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ელჩებისა და წარმომადგენლების თანამდებობებიდან გათავისუფლება მათი როტაციის ვადის ამოწურვას უკავშირდება.
საგარეო უწყების განმარტებით, თანამდებობას როტაციის ვადის ამოწურვის გამო დატოვებს ზურაბ პატარაძეც.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.