Jump to content
Planeta.Ge

პარიზის პროკურატურა - „ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი კიბერდანაშაულის საქმეზე დააკავეს


„ტელეგრამის“ დამფუძნებელი, პაველ დუროვი იბერდანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს, - ამის შესახებ საფრანგეთის დედაქალაქის პროკურატურამ განაცხადა.

უწყების ცნობით, ის ეჭვმიტანილია ორგანიზებული ჯგუფების კრიმინალური საქმიანობის ხელშეწყობაში, ხელისუფლებისთვის ინფორმაციის გადაცემაზე უარის თქმაში და ბავშვთა პორნოგრაფიასთან, ნარკოტრეფიკთან, თაღლითობასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ დანაშაულებში თანამონაწილეობაში. ამ საქმეზე ამჟამად 12 სავარაუდო დანაშაულის გამოძიება მიმდინარეობს და დუროვის სასამართლო პროცესი საფრანგეთში 8 ივლისს დაიწყო. პარიზის პროკურატურის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ დაკავების ვადა, შეიძლება, 96 საათამდე, ანუ 28 აგვისტომდე გაგრძელდეს.

შეგახსენებთ, „ტელეგრამის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი საფრანგეთის პოლიციამ პარიზის აეროპორტში შაბათს ღამით დააკავა.

პლატფორმა „ტელეგრამმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პაველ დუროვს დასამალი არაფერი აქვს და კომპანიის საქმიანობა ევროკავშირის კანონმდებლობას შეესაბამება.
იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...