კრივი-რიჰის სასტუმროზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა და 2 დაკარგულად ითვლება
უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ კრივი-რიჰში მდებარე სასტუმროზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაშავდა და ორი დაკარგულად ითვლება, - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკი „ტელეგრამ“ არხზე იუწყება.
„კრივი-რიჰის სასტუმროზე სარაკეტო დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაშავდა, მათ შორის საავადმყოფოში მყოფი 43 წლის ქალი მძიმეა მდგომარეობაშია. კიდევ ორი ადამიანის ბედი ჯერჯერობით უცნობია. ისინი, შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ იყვნენ“, - განაცხადა ლისაკმა.
მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა 6 მაღაზია, 4 მაღალსართულიანი კორპუსი და 8 ავტომობილი.
”ყველა სამსახური აგრძელებს მუშაობას ტრაგედიის ადგილზე,” - აღნიშნა ლისაკმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.