Jump to content
Planeta.Ge

ფაბრიციო რომანო: შეთანხმება შედგა, მამარდაშვილი „ლივერპულის“ ფეხბურთელია


სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გიორგი მამარდაშვილსა და „ლივერპულს“ შორის შეთანხმება საბოლოოდ შედგა და ინგლისურ კლუბს ქართველი მეკარე 2025 წლიდან შეუერთდება.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დღეს „ვალენსიას“ ქართველი ფეხბურთელი „ლივერპულში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, კლუბს კი 2025/2026 წლის სეზონიდან შეუერთდება.

შეთანხმების მიხედვით, მამარდაშვილის სანაცვლოდ ესპანური „ვალენსია“ 35 მილიონ ევროს მიიღებს. რაც შეეხება „ლივერპულის“ მოქმედ მეკარეს, ალისონი კლუბში სულ მცირე კიდევ ერთი სეზონით გეგმავს დარჩენას, მამარდაშვილი კი იჯარით ამ სეზონს „ვალენსიაში“ დაასრულებს.

 

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...