Jump to content
Planeta.Ge

გიორგი გახარია - ვიღაც არ უნდა გვასწავლიდეს, რომ დედა დედაა და მამა მამაა - თავის თანაგუნდელებს მიხედონ, რომლებიც მართლა მოსიარულე ელგებეტე პროპაგანდისტებივით გამოიყურებიან


"ცხადია, არასრულწლოვნები ნებისმიერი სახის პროპაგანდისგან უნდა დავიცვათ, რა თქმა უნდა ჩვენი ოჯახური ფასეულობებიც დასაცავია, მაგრამ ეს ჩვენი ოჯახების გასაკეთებელია და ამას საერთოდ არ სჭირდება ჩვენს საზოგადოებაში კანონი. ვიღაც არ უნდა გვასწავლიდეს, რომ დედა დედაა და მამა მამაა. თავის თანაგუნდელებს მიხედონ, რომლებიც მართლა მოსიარულე ელგებეტე პროპაგანდისტებივით გამოიყურებიან და იმ ტელევიზიებს მიხედონ, რომლებმაც ეს ტერმინოლოგია აიყვანეს ისეთ დონეზე, რომ პირდაპირ ამ პროპაგანდის ნაწილები არიან. ვთვლი, რომ ეს არის აბსოლუტურად გააზრებული პროპაგანდისტული სტრატეგია, რომლის მიზანიც, არის საქართველოს მოქალაქეებს აუხსნან, რომ საპატიო თავმჯდომარე არის ხალხთან, მაგრამ ძალიან მაღლა -  ის ფაქტობრივად მიუწვდონელია. ვფიქრობ ამ აღქმების და მითოლოგიას ქმნიან. იმის მაგივრად, ჩვენ, ტრადიციულ ქართველებს გვასწავლონ ფასეულობები,  იმაზე იზრუნონ, პენსია  როგორ გაზარდონ. მარტივ მაგალითს გეტყვით,  2020 წელს ძალიან კარგად მახსოვს ჩემი პრემიერობის დროს საქართველოს ბიუჯეტი იყო დაახლოებით 15 მილიარდი ლარი, დღეს საქართველოს ბიუჯეტი არის 28 მილიარდი ლარი...  გეკითხებით, ორჯერ გაუმჯობესებას, თბილისის, ან სხვა ქალაქების  ქუჩებში და სოფლებში, გრძნობს ვინმე? ორჯერაა გაზრდილი ბიუჯეტი, მითუმეტეს მაშინ  კოვიდს ვებრძოდით, შედეგი სად არის? ამას თითოეული საქართველოს მოქალაქე უნდა გრძნობდეს."

გიორგი გახარია, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" თავმჯდომარე.


 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...