ყაზახეთის ხელისუფლების თქმით, 50-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია გადავიდა რუსეთიდან ყაზახეთში
ყაზახეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, 50-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია გადავიდა რუსეთიდან ყაზახეთში მას შემდეგ, რაც თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაიილოვმა 19 ოქტომბერს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ კიდევ 56-მა კომპანიამ, რომელმაც რუსეთი დატოვა უკანასკნელ თეებში, „სურვილი გამოთქვა, ყაზახეთში დაიდოს ბინა“.
პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა თქვა, რომ ქვეყნის უდიდესი ქალაქის, ალმა-ატის ხელისუფლებამ გადაბარგებული კომპანიები ყაზახეთის საფინანსო ცენტრში უნდა განათავსოს. „ეს საგრძნობლად დაეხმარება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. განიხილეთ ეს მთავრობასთან და კომპანიებთან ერთად“, - უთხრა ტოყაევმა ქალაქის ხელმძღვანელობას.
თებერვალში უკრაინაში რუსეთის ფართო მასშტაბის აგრესიის დაწყების შემდეგ ათასზე მეტმა საერთაშორისო კომპანიამ შეწყვიტა ან შეაჩერა რუსეთში საქმიანობა, 320 კომპანიამ კი მთლიანად დატოვა რუსეთის ბაზარი.
ყაზახეთი ასევე ძირითადი მიმართულება გახდა რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყნიდან გარბიან. ისინი ცდილობენ, თავი აარიდონ სამხედრო მობილიზაციას, რომელიც 21 სექტემბერს გამოაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.