რუსეთის საგარეო დაზვერვა: „ოცნებას" შეუძლია, არჩენებზე ხალხის დამაჯერებელი მხარდაჭერა მიიღოს
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ირწმუნება, რომ „აშშ საქართველოში ფერად რევოლიციას ამზადებს”.
ამ შინაარსის პროპაგანდისტული განცხადება მათ ერთხელ, 2024 წლის 9 ივლისს უკვე გამოაქვეყნეს.
უწყების მიერ დღეს, 26 აგვისტოს გავრცელებული განცხადების თანახმად, მათი ინფორმაციით, „თეთრ სახლში უკმაყოფილოები არიან საქართველოში არსებული სიტუაციით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით”.
რუსეთი აცხადებს, რომ „ამისთვის ქართული პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები აგროვებენ უამრავ მოხალისეს ხმის მიცემის პროცესს მჭიდროდ მონიტორინგისთვის”.
„მათ ევალებათ, გამოავლინონ და აღრიცხონ ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების „გარდაუვალი ფაქტები“. – წერს რუსული დაზვერვა.
რუსული უწყებისვე მტკიცებით, „თბილისის მაიდანზე” იგეგმება კენჭყრის დროს „გაყალბების მტკიცებულებების” გამოქვეყნება, არჩევნების შედეგების არაღიარებას და ხელისუფლების შეცვლას.
„სამართალდამცველები პროვოცირებულები არიან, ჩაახშონ პროტესტი ძალის გამოყენების გზით”. – ნათქვამია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.
„ამასთან ერთად, ამერიკელები წინასწარვე ამუშავებენ ვარიანტებს, რათა „დაუნდობელი” პოლიტიკური და ეკონომიკური რეაგირება მოახდინონ სამართალდამცველების მხრიდან „მშვიდობიან მოქალაქეების” წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო”. – აცხადებს რუსული უწყება.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ასევე აღნიშნავს:
„მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას” შეუძლია, 26 ოქტომბრის არჩევნებზე მოსახლეობის დამაჯერებელი მხარდაჭერა მიიღოს, რადგან ოპოზიცია, ამერიკელების მცდელობის მიუხედავად, დაყოფილია, ხოლო სხვადასხვა ძალების მიერ შექმნილი კოალიციები – ძალიან მყიფე.
აშშ-ში შიშობენ, რომ ეს მმართველ პარტიას მისცემს შესაძლებლობას, განანრძოს თავისი სუვერენული კურსი და უარი თქვას დასავლეთის მოხოვნების შესრულებაზე, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს”.
რუსული პროპაგანდისტული მედია, მათ შორის, RIA Novosti, რუსული საგარეო დაზვერვის ამ განცხადების გაშუქებსას ასევე იხსენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცდილობდნენ, ქვეყანა იძულებით წაიყვანონ უკრაინის სცენარით.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.