გიორგი გახარია - ივანიშვილს ვურჩევ, ხალხში გავიდეს და დაელაპარაკოს, არ არის პრობლემა, საჭიროზე ბევრად მეტი დაცვის ორგანიზებაც შესაძლებელია, უბრალოდ რიგით ადამიანებს დაელაპარაკოს, მაშინ მიხვდება ყველაფერს (ვიდეო)
ვიყავით სამეგრელოში, სვანეთში, რაჭაში, ლეჩხუმში, შიდა ქართლში, იმერეთში. ელექტორალური განწყობები, ამ და წინა არჩევნებს შორის, ძალიან განსხვავდება. გასაგებია, ქვეყანაში სიტუაცია ცოტა სხვა არის, ხალი დაიღალა და “ოცნების” უბრალოდ აღარ სჯერათ. ყველაზე დიდი პრობლემა დღეს "ოცნების" მდგომარეობს იმაში, რომ რიგითი ადამიანების თვალში ჩამოყალიბდა, როგორც მატყუარა პოლიტიკური ძალა - მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, “ოცნება” 100 ლარიან პენსიის ზრდას დაპირდება თუ მილიონ ლარს, ეს ყველაფერი აიძულებს "ოცნებას" ნეგატიური საარჩევნო კამპანია აწარმოოს, რასაც აკეთებენ კიდეც., - ამის შესახებ პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ადამიანები ხედავენ, რომ ქვეყანაში ცვლილებები აუცილებელია და ამ ცვლილებების მოლოდინში არიან.
"მეორეს მხრივ, რაც ჩემთვის ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო, საჯარო მოხელეები უბრალოდ შეურცხყოფილები არიან - მათ, როგორც ბრბოს მიერეკებიან შეხვედრებზე (საბჭოურ სტილში ჩატარებულ შეხვედრებზე), მერე ამ შეხვედრებზე, ეს ლიდერები სადღაც შორიდან ელაპარაკებიან. ეს აკვარიუმები... საოცრებები ხდება. შეცვლილია მდგომარეობა იმ მხრივაც, რომ ადამიანებს პირდაპირ ემუქრებიან. ადამიანები, რომლებიც ხედავენ, რომ მათ აქვთ ელემენტარული ხელფასის, სამუშაო ადგილის, შემოსავლების, სოციალური დაცვის, ჯანდაცვის, ელემენტარული ინფრასტრუქტურული პრობლემები, სასმელი წყალი, სანიაღვრე, გზა, ამ დროს მათთან ჩადის მმართველი ძალა და გლობალური ომის პარტიაზე ელაპარაკება.", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ამ არჩევნების ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ ადამიანებმა იცოდნენ "ოცნება" მათ ატყუებს, როდესაც ეუბნება რომ ეცოდინებათ ხმა ვის მისცეს, რადგან ეს ტექნიკურად შეუძლებელია.
"ადამიანებს ეუბნებიან საკონსტიტუციო უმრავლესობა გვჭირდება იმისთვის, რომ ოჯახური ღირებულებების და ბავშვების პროპაგანდისგან დაცვის კანონი მიიღონ, რა თქმა უნდა ბავშვები პროპაგანდისგან უნდა დავიცვათ ყველამ, მაგრამ ამავე დროს იგივე რეგიონებში სადაც ნარკომანია მძვინვარებსდა მეორეს მხრივ ბავშვების ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ მათი მშობლები დღეს სადღაც საზღვარგარეთ არიან და იქ შრომობენ - ამაზე ხმას არ იღებენ, ოჯახურ ღირებულებებზე ელაპარაკებიან მაშინ, როდესაც მათი პოლიტიკური ლიდერები ლგბტ პროპაგანდის განსახიერებაა. ამ არჩევნების ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ ადამიანებმა იცოდნენ "ოცნება" მათ ატყუებს, როდესაც ეუბნება რომ ეცოდინებათ ხმა ვის მისცეს. მე მინდა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ვუთხრა, "ოცნებას" არასოდეს ეცოდინება თუ ვის მისცეს მათ ხმა, ეს ტექნიკურად შეუძლებელია. ადამიანებს აშინებენ ომით, მიშა სააკაშვილით, ახლა აშინებენ ადამიანებს იმით, რომ გვეცოდინება ვის მიეცით ხმაო. ეროვნულ ფასეულობებზე ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებსაც ნარკომანიაზე და ემიგრაციაზე ერთი სიტყვა არ უთქვამთ, რა ეროვნულ ფასეულობებზე შეიძლება აქ ლაპარაკი? "ოცნების" თავხედობა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ყველაფერს იმსახურებენ, იყვნენ ხალხთან, მაგრამ ცოტა უფრო მაღლა - ზუსტად ისე, როგორც საპატიო თავმჯდომარე თვლის რომ უნდა იყოს გუნდთან, მაგრამ უფრო მაღლა, რისი მაგალითიც არის ერტმანეთისგან გამოყოფილი ტრიბუნები. ერთხელ ვთქვი, რომ ივანიშვილს მოუწევს გამოსვლა და მოუწია გამოსვლა და აკვარიუმში ჩაჯდომა. ასე დაატარებენ სოფელ-სოფელ და ზუსტად ასე მოუწევს დებატებში დაჯდომა, თუ უნდა არჩევნები მოიგოს. ერთადერთი რაც მინდა ვურჩიო, ხალხში გავიდეს და დაელაპარაკოს, არ არის პრობლემა, საჭიროზე ბევრად მეტი დაცვის ორგანიზებაც შესაძლებელია, უბრალოდ რიგით ადამიანებს დაელაპარაკოს, მაშინ მიხვდება ყველაფერს... ადამიანები - ქართველი გლეხები, მუშები, მასწავლებლები, რიგითი პოლიციელები, რიგითი საჯარო მოხელეები ყოველდღიურად რითი ცხოვრობენ და რა ზრუნვები აქვთ, ამაზე წარმოდგენა არ აქვთ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც სოციალურად დაუცველებს ეუბნებიან, რომ ეხლა ხმა მომეცი, თორემ სოციალურ დახმარებას მოგიხსნიო. "ოცნება", როდესაც კეთილდღეობაზე ლაპარაკობს, მაშინვე გახსენდება კორუფციაში ჩამოსხმული ადამიანების იერები, ჰაბიტუსზე რომ ეტყობათ და ის 25 ოჯახი, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებულია პარტიასთან, ფულის კეთების მეტი არაფერს აკეთებენ. რაც შეეხება "ნაცების" გასამართლებას, დღეს "ოცნებაში" იმდენი ყოფილი, აშკარა ნაცია, მაგათგან დაიწყონ, მერე მოსამართლეებსაც მიჰყვნენ. ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.