საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - საკონსტიტუციოში პრეზიდენტის ერთ-ერთი წარმომადგენელი ბურჯანაძე იქნება
სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, გიორგი ბურჟანაძე საკონსტიტუციოში პრეზიდენტის წარმომადგენელი იქნება.
„შემდეგ კვირას ვიქნები საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთი წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის არაკონსტიტუციურობის საქმეზე.
მიხარია რომ საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტის პირველ სარჩელს წარმოვადგენ.
ამ შემოთავაზებისას საბჭოს კონკურსის წყენაზე არ მიფიქრია, რადგან ისეთი საკითხია, სადაც ყველას ერთობა აუცილებელია. რუსული კანონის მიღება სახელმწიფოებრიობის გაუქმების ტოლფასია. ჩემთვის ეს საქმე არის – “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ”. – წერს ბურჯანაძე.
შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ სარცელის განხილვას საკონსტიტუციო სასამართლო მომავალ კვირაში დაიწყებს.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.