Jump to content
Planeta.Ge

რუსეთში პატიმრებმა ციხის თანამშრომლები მძევლებად აიყვანეს


რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ სურივიკინოში პატიმართა ჯგუფმა ციხის თანამშრომლები მძევლებად აიყვანა. პატიმრები ციხის დისციპლინური კომიტეტის სხდომაზე შეიჭრნენ და დაწესებულების თანამშრომლები სწორედ სხდომიდან აიყვანეს.

რუსული სამთავრობო მედიის, TASS-ის ინფორმაციით, დაღუპულია ციხის მინიმუმ ერთი თანამშრომელი, თავდამსხმელთა რაოდენობა კი არის 3, ან 4 პატიმარი. ისინი, სავარაუდოდ, ისლამური სახელმწიფოს, ე.წ. ISIS-ის მებრძოლები არიან.

კიდევ ერთი პრო-კრემლისტური მედია, რია ნოვოსტი ვოლგოგრადის გუბერნატორ, ანდრე ბოჩაროვზე დაყრდნობით წერს, რომ დაშავებულია სასჯელაღსრულების დაწესებულების 4 თანამშრომელი. ისინი სუროვიკინოს ცენტრალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

ამ დროისთვის მიმდინარეობს მძევალთა გათავისუფლების ოპერაცია. გუბერნატორის განცხადებით, ქალაქის მაცხოვრებლები საფრთხის ქვეშ არ არიან.

აღნიშნული ციხე მკაცრი რეჟიმის კოლონიად ითვლება, სადაც 1200 პატიმარი ეტევა. თუმცა, რია ნოვოსტის ცნობით, ამ ამ დროისთვის იქ 1000-მდე მსჯავრდებულია.

ეს არ არის რუსეთში, პატიმრების მიერ ციხის თანამშრომლების მძევლად აყვანის პირველი შემთხვევა. რამდენიმე კვირის წინ მსგავსი ფაქტი მოხდა როსტოვშიც. მაშინ, ციხე სპეცრაზმელებმა შტურმით აიღეს, მძევლები გაათავისუფლეს, პატიმრები კი მოკლეს.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...