Jump to content
Planeta.Ge

ეროვნული მუზეუმი ლევილის მამულში ქართული ოდის აშენებაზე ტენდერს აცხადებს - ღირებულება 2,6 მილიონ ლარზე მეტია


საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა ლევილის მამულის ტერიტორიაზე ქართული ოდის განთავსების მიზნით ტენდერი გამოაცხადა, რომელიც ოდა სახლის დეტალების დამზადება-დამუშავების, ლევილში ტრანსპორტირებისა და აწყობა-მონტაჟის სამუშაოებს მოიცავს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 680 353 ლარია. შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 10 721 ლარი და საგარანტიო თანხა 26 804 ლარია.

„ქართული ყაიდის სახლის აშენება საფრანგეთში, ლევილში, მისასალმებელი და ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტია. აქ მოეწყობა საქმიანი შეხვედრები ქართული ღვინით და კერძებით, სანიმუშო სერვისით. რესტორნის დარბაზი უმასპინძლებს 30 სტუმარს, ზაფხულის დარიან დღეებში ფართო აივანზე შესაძლებელი იქნება დამატებით 20-მდე ვიზიტორის მიღება-მასპინძლობა“,- აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტში.

წინადადებების მიღება 7 სექტემბრიდან დაიწყება და 12 სექტემბერს დასრულდება.

ტენდერის პირობებით, სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 280 კალენდარული დღეა.

 

 

 
natia-zarize-1721033112.jpg
ავტორი:
ნათია ზარიძე

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...