Jump to content
Planeta.Ge

ყირიმთან საწვავით დატვირთული რუსული ბორანი ააფეთქეს


ყირიმთან, კრასნოდარის ოლქში, პორტ „კავკაზში“ რუსულ ბორან „კონრო ტრეიდერზე“ აფეთქება მოხდა. ბორანი საწვავის ცისტერნებით იყო დატვირთული.

მომხდარის ვიდეო რუსულმა ტელეგრამ-არხმა, „კრიმსკი ვეტერმა“ გამოაქვეყნა. არხის გამომწერები ამბობენ, რომ აფეთქებებს წინ უძღოდა უკრაინელთა სარაკეტო თავდასხმა.

კრასნოდარის ოლქის ადმინისტრაციის ცნობით, ბორანზე 30 ცისტერნა საწვავი იყო. „კრიმსკი ვეტერ“ აღნიშნავს, რომ რუსული ჯარი ყირიმში სამხედრო ტვირთის გადასაზიდად ბორნებს იყენებს ხოლმე.

ეს ამ პორტში ბორანზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არაა –  უკრაინელებმა ივლისშიც ააფეთქეს ბორანი. კიევში მომხდარზე ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი.

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...