პარტია „გახარია - საქართველოსთვის“, ჩვენი მანდატის ფარგლებში, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყანაში შრომის უფლებების დაცვის პრეცედენტი შეიქმნას
უკვე თვეზე მეტია ევოლუშენ ჯორჯიას თანამშრომლები ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ. კვირაზე მეტია გაფიცული ახალგაზრდები შიმშილობენ და პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ, სახელმწიფოს მათი არ ესმის და მათ ვერ ხედავს, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე თქმით, დღევანდელ „ოცნებას“ აღარ აქვს არც უნარი, არც კომპეტენცია და არც სურვილი, ხალხის პრობლემები მოაგვაროს და ადამიანების ელემენტარული საბაზისო უფლებები დაიცვას.
„ოცნების“ 2012 წლის ღირებულებებიდან აღარაფერია დარჩენილი - ადამიანი გაქრა მისი დღის წესრიგიდან, რომელიც მხოლოდ ერთი კაცის და პარტიის შიშების და ძალაუფლებაში დარჩენის სურვილის ირგვლივ ტრიალებს.

როგორც იქნა 41-ე დღეს სახალხო დამცველმა შეისმინა ჩვენი მოწოდება და დაინტერესდა საკითხით. ხელისუფლება და შრომის ინსპექცია პროტესტის უკიდურეს პირობებშიც კი დუმს.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომელიც პრობლემების მოგვარების ნაცვლად, ხალხს ომით აშინებს, წინასაარჩევნოდ მაინც შეასრულეთ ადამიანზე ზრუნვის ვალდებულება, ნუ ემალებით გაფიცულებს, შეხვდით და დაინტერესდით მათი მდგომარეობით.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შრომის ინსპექციას, ჩაატარეთ მოკვლევა და დააყენეთ შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი ან საქმე გადაეცით საგამოძიებო ორგნოს. შეგახსენებთ, შრომის უფლებების დაცვა და შრომის უაფრთხოებაზე ზედამხედველობა თქვენი პირდაპირი ვალდებულებაა.
პარტია „გახარია - საქართველოსთვის“, ჩვენი მანდატის ფარგლებში, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყანაში შრომის უფლებების დაცვის პრეცედენტი შეიქმნას.", - ნათქვამია განცხადებაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.