23 და 24 აგვისტოს, თბილისში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება
23 და 24 აგვისტოს, თბილისში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება.
ღონისძიებების ორგანიზატორია “ქართულ-უკრაინული პლატფორმა“ და “უკრაინელი აქტივისტები საქართველოში“.
23 აგვისტოს, 19:00 საათზე, მშვიდობის ხიდთან უკრაინის ეროვნული დროშის დღისადმი მიძღვნილი აქცია-მსვლელობა გაიმართება. ორგანიზატორთა ცნობით, შეკრება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მშვიდობის ხიდის შესასვლელთან, 18:40 საათზე დაიწყება. შემდეგ კი, მსვლელობის მონაწილეები მშვიდობის ხიდზე უკრაინის დროშას გადმოფენენ.
“გავერთიანდეთ! ჩვენი დროშა - მშვიდობისა და თავისუფლების სიმბოლო - მაღლა უნდა ავაფრიალოთ და მსოფლიოს გამოვუცხადოთ: - დღეს უკრაინა არის ამ სამყაროში სინათლისა და სიკეთის გამარჯვების გარანტი“, - ამბობენ აქციის ორგანიზატორი უკრაინელი აქტივისცები.
24 აგვისტოს, 12:00 - 17:00 საათზე, უკრაინული სახლი სხვადასხვა აქტივობებს უმასპინძლებს. კერძოდ, მოეწყობა უკრაინელი მწარმოებლების კრაფტული პროდუქციისა და ნუგბარის ბაზრობა; პროექტი "ფესვების" სახელოსნო: - სამკაულების დამზადება; ბავშვების ზონა; საკონცერტო პროგრამა; ინტელექტუალური თამაში "დობრომირი"; უკრაინული ენის ანტიგაკვეთილი.
24 აგვისტოს, 19:00 საათზე, ტარას შევჩენკოს ძეგლიდან საქართველოს პარლამენტამდე საზეიმო მსვლელობა გაიმართება. 20:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე RadioCafe-ში მუსიკალური პროგრამა დაიწყება. კონცერტზე შეგროვებული თანხა სრულად ნინო ქათამაძის ფონდში გადაირიცხება და უკრაინიდან ლტოლვილ ბავშვებს მოხმარდება.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.