Jump to content
Planeta.Ge

ანექსირებული ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო


ანექსირებული ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. რუსულ ძალებს მოქალაქეები მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადაჰყავთ. ინფორმაციას „ბიბისის“ რუსული სამსახური ავრცელებს.

მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა რეგიონში კონტრიერიში წამოიწყეს, რეგიონის საოკუპაციო ადმინისტრაციამ მოსახლეობას მოკლეტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა გაფრთხილებით, რომ „უკრაინის შეიარაღებული ძალები მალე ტერიტორიის დაბომბვას დაიწყებს“.

საერთო ჯამში, 50-დან 60 ათასამდე მცხოვრების ევაკუაცია იგეგმება. ამასთან, ხერსონის დე ფაქტო გუბერნატორის, ვლადიმირ სალდოს თქმით, ხერსონის ოლქში სამოქალაქო პირთა შესვლა შვიდი დღით შეიზღუდება.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...