Jump to content
Planeta.Ge

რადამ მიიღო კანონი, რომელიც რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას კრძალავს


უკრაინის უმაღლესმა რადამ კანონი მიიღო, რომელიც უკრაინაში რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას კრძალავს. კანონის მიღებას მხარი 265-მა დეპუტატმა დაუჭირა.

„კანონი განსაზღვრავს, თუ კონკრეტულად რას გულისხმობს ასეთი კავშირები. ასევე დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც უკრაინაში მოქმედმა რელიგიურმა ორგანიზაციებმა ამ კავშირებზე თავადვე უნდა თქვან უარი. ამას გარდა ამისა, სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ უფლებამოსილებას იმუშაონ იმ რელიგიურ ორგანიზაციებთან, რომლებმაც დამოუკიდებლად ვერ შეძლეს ან არ მოისურვეს კანონის მოთხოვნების შესრულება”, – განმარტა დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ.

უკრაინელი დეპუტატის, იაროსლავ ჟელეზნიაკის ცნობით, კანონი მისი გამოქვეყნებიდან 30 დღეში შევა ძალაში, ხოლო უკრაინაში, რუსეთის ეკლესიაში შემავალ სასულიერო პირებსა და ეპარქიებს 9-თვიანი ვადა ექნებათ მოსკოვის საპატრიარქოსთან კავშირის გასაწყვეტად.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...