Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელები აგრძელებენ რუსეთის საბრძოლო პოტენციალის აქტიურ ამოწურვას, მათ შორის კურსკში


უკრაინელი ჯარისკაცები აგრძელებენ რუსეთის საბრძოლო პოტენციალის აქტიურ ამოწურვას, მათ შორის კურსკის ოლქში ოპერაციის დროს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ფრონტზე 158 სამხედრო შეტაკება დაფიქსირდა, აქედან მესამედზე მეტი პოკროვსკოეს მიმართულებით.

განახლებული ინფორმაციით, 19 აგვისტოს რუსეთის ჯარებმა უკრაინული ქვედანაყოფების პოზიციების წინააღმდეგ ერთი სარაკეტო და 78 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. გარდა ამისა, რუსებმა უკრაინის ტერიტორია 4 624-ჯერ დაბომბეს, მათგან 141 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან და ასევე 1 448 „კამიკაძე“ დრონი გამოიყენეს.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...