Jump to content
Planeta.Ge

ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა, რათა ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზაში მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ეს არის მისი მეცხრე ვიზიტი რეგიონში 7 ოქტომბრის, ომის დაწყების შემდეგ.

როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა გამოთქვეს ოპტიმიზმი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ მას შემდეგ, რაც გასულ კვირას დოჰაში მოლაპარაკებები განახლდა, თუმცა "ჰამასი" აცხადებს, რომ პროგრესის შესახებ წინადადებები "ილუზიაა".

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...