ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოება უარესდება
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება უარესდება ახლომდებარე ტერიტორიაზე დრონით თავდასხმის გამო.
„კიდევ ერთხელ ვხედავთ ბირთვული საფრთხეების ესკალაციას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის. უკიდურესად შეშფოთებული ვარ და ვიმეორებ მოწოდებას ყველა მხარის მიმართ, მაქსიმალურად გამოიჩინონ თავშეკავება. ელექტროსადგურზე ბირთვულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება გაუარესდა“, - განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ.
მისი თქმით, სააგენტოს ადგილზე მყოფი ჯგუფი იუწყება, რომ გასული კვირის განმავლობაში გაძლიერებული სამხედრო აქტივობა ფიქსირდებოდა, მათ შორის ელექტროსადგურთან ძალიან ახლოს.
„ჯგუფს ესმოდა ხშირი აფეთქებები, ტყვიამფრქვევისა და არტილერიის ცეცხლის ხმა ელექტროსადგურიდან სხვადასხვა მანძილიდან“, - აღნიშნა რაფაელ გროსიმ.
ცნობისთვის, გუშინ რუსეთმა უკრაინა ელექტროსადგურთან ახლოს დრონით თავდასხმაში დაადანაშაულა. ელექტროსადგურზე, რომლის ოკუპაციაც რუსულმა ძალებმა ომის დასაწყისში განახორციელეს, თავდასხმების სამიზნე არაერთხელ გამხდარა, რაშიც რუსული და უკრაინული მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.