Jump to content
Planeta.Ge

ენტონი ბლინკენი ისრაელს ეწვევა


ენტონი ბლინკენი ისრაელს ეწვევა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს ისრაელში გაემგზავრება, რათა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მისაღწევად დიპლომატიური ძალისხმევა გააგრძელოს.

„მდივანი ბლინკენი ხაზს გაუსვამს აუცილებლობას, რომ რეგიონის ყველა მხარემ თავი აარიდოს ესკალაციას ან სხვა ქმედებებს, რამაც შეიძლება შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას ძირი გამოუთხაროს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ, აშშ-მა, კატარმა და ეგვიპტემ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ ისრაელსა და „ჰამასს“ ე.წ. დამაკავშირებელი წინადადება წარუდგინეს, რათა „დარჩენილი განსხვავებები კიდევ უფრო შემცირდეს, რომ შეთანხმების სწრაფი განხორციელება მოხდეს“. ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ დოჰაში, ორი დღის განმავლობაში გამართული მოლაპარაკებები „სერიოზული და კონსტრუქციული იყო“.
იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...