Jump to content
Planeta.Ge

OCCRP „ოცნების“ თავდასხმებს პასუხობს – რუსეთში ივანიშვილის ოჯახის ქონებაზე გამოძიების შესახებ


ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ მიერ ბოლო წლებში რუსეთში ქონების შეძენის შესახებ ახლახან გამოსული გამოძიების ერთ-ერთი ავტორინ – „ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტი“ [OCCRP] – ეხმაურება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებს, რომელთა მტკიცებით გამოძიებაში მოცემული მონაცემები „ყალბია“.

ორგანიზაცია თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ხასიათის არ არის და არანაირი პოლიტიკური ინტერესი საქართველოში არ აქვს.

„OCCRP კარგად იაზრებს ამ საკითხის პოლიტიკურ სენსიტიურობას, თუმცა ჩვენი მისია და ვალდებულებაა მაღალი საჯარო ინტერესის მქონე ინფორმაციის გასაჯაროება. OCCRP არ არის ქართული ორგანიზაცია და არავითარი პოლიტიკური აფილაცია არ აქვს არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ. OCCRP არის დამოუკიდებელი საგამოძიებო მედიაორგანიზაცია და მისი მიზანია აუდიტორიის დროული და ზუსტი ინფორმირება“, – ვკითხულობთ განცხადებაში [„სტუდია მონიტორის“ თარგმანი].

ამავე განცხადებაში OCCRP აღნიშნავს, რომ ივანიშვილის ოჯახის მიერ ახალი ქონების შესყიდვის დამადასტურებელი საბუთები მოიპოვა უძრავი ქონების რეესტრიდან  და გადაამოწმა მისი სისწორე სხვადასხვა წყაროებთან, რომლებსაც წვდომა აქვთ სამთავრობო მონაცემთა ბაზებზე.

„ახალი კანონით, 2023 წელს რუსეთში უძრავი ქონების რეესტრის საჯარო ხელმისაწვდომობა გაუქმდა. თუმცა უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია ხშირად წარდგენილია სხვა სახელმწიფო უწყებებში ან კომერციულ სააგენტოებში.

წყაროს ანონიმურობის დაცვის მიზნით, ჩვენ ვერ შევძლებთ დამატებით რაიმე ინფორმაციის გამჟღავნებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რა გზებით მოვიპოვეთ ეს დოკუმენტები. თუმცა გვსურს, რომ გავასაჯაროოთ აღნიშნული დოკუმენტი როგორც მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ჩვენ მიერ წარმოდგენილი ფაქტების სისწორეს. ეს არის რუსეთის ხელისუფლების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, რაც ადასტურებს, რომ ერთ-ერთი ზემოთ ხსენებული უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი) ეკატერინე ხვედელიძეს ამ წლის დასაწყისში გადაუფორმა ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილმა – უჩა მამაცაშვილმა“, – ნათქვამია განცხადებაში.

455650142_1075554907625066_1779574432084

განცხადებაში ნახსენები საბუთი, რომლის თანახმადაც, ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე, 2024 წლის 19 აპრილიდან არის იზმალკოვოში [მოსკოვის ოლქი] მდებარე ნაკვეთის თანამესაკუთრე – უჩა მამაცაშვილთან ერთად.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...