Jump to content
Planeta.Ge

„აკრიტიკებდნენ მომიტინგეებს, მხარს უჭერდნენ მმართველ პარტიას“ – „მეტა“ ამბობს, რომ დაბლოკა რუსული ყალბი გვერდები


კორპორაცია Meta-მ (ფლობს „ფეისბუქს“, „ინსტაგრამსა“ და „ვათსაფს“) თავის ანგარიშში განაცხადა, რომ დაბლოკა 76 ფეისბუქ-ანგარიში და 30 გვერდი, ასევე 11 ანგარიში „ინსტაგრამში“.

ანგარიშის თანახმად, დაბლოკილები „კოორდინირებულ არაავთენტურ მოქმედებებში“ იყვნენ ჩართულნი. ეს ქსელი, „მეტას“ ცნობით, მოდიოდა რუსეთიდან და მოქმედებდა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

„მეტა“ იუწყება, რომ ქსელს სხვა პლატფორმებზეც ჰქონდა ანგარიშები, რათა უფრო სანდო გამოჩენილიყო და აღნიშნავს, რომ ამავე ქსელში მოქმედი ახალი ამბების ვებ-გვერდები პოსტავდნენ პოლიტიკაზე ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენაზე.

საქართველოს შემთხვევაში, პოსტები ეხებოდა „აგენტების“ შესახებ რუსულ კანონს – ქსელი აკრიტიკებდა მომიტინგეებს და მხარს უჭერდა მმართველ პარტიას.

 

 

NETGAZETI

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...