Jump to content
Planeta.Ge

ევროპაში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა


აფრიკის მიღმა „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათ მაიმუნის ყვავილის ახალი, უფრო გადამდები, ვარიანტის პირველი შემთხვევა დააფიქსირეს აფრიკის ფარგლებს მიღმა. მათი ცნობით, აღნიშნული პიროვნება აფრიკაში დაავადდა, სადაც ახლა „მაიმუნის ყვავილის“ ახალი ვარიანტი სწრაფად ვრცელდება.

შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება რამდენიმე საათის შემდეგ გავრცელდა, მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) აფრიკის ნაწილებში მაიმუნის ყვავილის გავრცელება გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხედ გამოაცხადა.

არსებული ინფორმაციით, დაავადების თავდაპირველი გავრცელების შედეგად კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში უკვე 450 ადამიანი გარდაიცვალა, დაავადება ცენტრალური და აღმოსავლეთ აფრიკის სხვა ნაწილებშიც გავრცელდა.

აღნიშნული დაავადება იწვევს გაციების მაგვარ სიმპტომებს, კანის გაღიზიანებას და შეიძლება ფატალურიც იყოს. არსებული სტატისტიკით, „მაიმუნის ყვავილი“ ასიდან ოთხ შემთხვევაში იწვევს სიკვდილს.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...